საჯარო დისკუსია - „საქართველოს სატყეო სექტორის რეფორმის ახალი მიმართულებები“

ოთხშაბათს, 2011 წლის 9 ნოემბერს, 18:00 საათზე ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურ ოფისში გაიმართება საჯარო დისკუსია თემაზე: „საქართველოს სატყეო სექტორის რეფორმის ახალი მიმართულებები“.

ძირითადი მომხსენებლები: 

  • დავით თარხნიშვილი – ეკოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, სრული პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • ირაკლი მაჭარაშვილი – ბიომრავალფეროვნების პროგრამის კოორდინატორი, მწვანე ალტერნატივა;
  • ილია ოსეფაშვილი – ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის სატყეო პროგრამის ხელმძღვანელი;
  • ნინო ჩხობაძე – საქართველოს მწვანეთა მოძრაობა „დედამიწის მეგობრების“ თანათავმჯდომარე.

მოდერატორი: ჟურნალისტი მედეა იმერლიშვილი (რადიო „მწვანე ტალღა“).

დასწრება თავისუფალია 
მისამართი: ზოვრეთის ქ. 38