გარემოსდაცვით ანგარიშებში, ტექნიკურ დოკუმენტებსა თუ ექსპერტების დასკვნებში, ხშირად ვხვდებით ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებს. მსგავსი რაოდენობრივი ინფორმაცია ღირებულ როლს ასრულებს არსებული სიტუაციის შეფასებასა და სამომავლო სცენარების მოდელირებაშიც.

ქართულ კონტექსტში, მდგრადი მობილობის შესახებ წარმოდგენის შესაქმნელად, მნიშვნელოვანია, დავაკვირდეთ, როგორ იცვლებოდა მგზავრთბრუნვის ტენდენციები უკანასკნელი ორი ათეული წლის განმავლობაში (სურათი 1). ბოლო წლებში, განსაკუთრებით პანდემიის პერიოდიდან მოყოლებული, შეინიშნება ქვეყნის მასშტაბით, რკინიგზით მგზავრობის ხვედრითი წილის მნიშვნელოვანი კლება. ეს მაჩვენებელი 2004-2010 წლების პიკურ პერიოდთან შედარებით (საშუალოდ 9.6%), 2020-2022 წლებში განახევრდა (საშუალოდ 4.4%). მგზავრების გადაყვანის საგრძნობი შემცირება, პანდემიის შემდეგ რამდენიმე მნიშვნელოვანი სარკინიგზო მარშრუტის გაუქმებას უნდა დავუკავშიროთ.[1]იხილეთ სტატია: https://oc-media.org/in-pictures-georgias-shrinking-train-lines/. [2]ილეთ სტატია: https://www.marneulifm.ge/ka/marneuli/article/64302-rkinigza-ar-ambobs-thu-rodis-ganakhldeba-sadakhlo-thbilisis-matareblis-modzraoba. [3]https://www.qartli.ge/ir/component/content/article/5-news/17488-niqozi-thbilisi-matarebeli-romelic-pandemiam-gaachera.

ბოლო ოცი წლის განმავლობაში,  საგრძნობლად გაიზარდა გადაადგილების მაჩვენებელი ერთ სულ მოსახლეზე და 2019 წელს დაახლოებით 2800 კმ შეადგინა. პანდემიამ აქაც მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონია, თუმცა, 2022 წელს, როდესაც გადაადგილებაზე უკვე არანაირი ტიპის შეზღუდვა არ მოქმედებდა, ეს მაჩვენებელი  ისტორიულ მაქსიმუმს მიუახლოვდა და 2500 კმ შეადგინა.

საჰაერო ტრანსპორტზე ქვეყნის შიდა სამგზავრო გადაყვანების უმნიშვნელო წილი მოდის და უკანასკნელ წლებში დაფიქსირებული ზრდა საერთაშორისო საჰაერო მგზავრთბრუნვას უნდა დავუკავშიროთ (სურათი 1). მიუხედავად ამისა, მობილობის სექტორში ეკონომიკური ზრდის დისკურსის ფარგლებში, შიდა საჰაერო გადაყვანებსაც მზარდი როლი ენიჭება, განსაკუთრებით ტურისტულ სეზონებზე. მაღალმთიან რეგიონებში ადგილობრივი მნიშვნელობის აეროპორტების მოწყობა და თელავის ახალი აეროპორტის პროექტიც, მეტწილად ამ დისკურსით არის ნაკარნახევი. ამ ტენდენციების პარალელურად, ასევე იზრდება საგზაო ტრანსპორტის ხვედრითი წილი და უახლესი მონაცემებით, 80%-ზე მეტს შეადგენს საერთო სამგზავრო გადაყვანებში (სურათი 1).

საგზაო გადაადგილების ზრდის ფონზე, მოულოდნელი არაა 2010-2022 წლებში ავტოტრანსპორტის მიერ სხვადასხვა მავნე ნივთიერებების ემისიების საგრძნობი ზრდა (ცხრილი 1). თუმცა, მოცემულ მონაცემებსა და ვიზუალში, ასევე იკვეთება ემისიების საგრძნობი შემცირება 2018 წლიდან. ეს ტენდენცია განსაკუთრებით თვალშისაცემია თუკი 2010-2018 და 2018-2022 წლების საშუალო ზრდის მაჩვენებლებს შევადარებთ (ცხრილი 1 და სურათი 2). ამ კლების მთავარი მიზეზები უკანასკნელ წლებში საავტომობილო ტრანსპორტის გამონაბოლქვის შემცირების მიმართულებით გადადგმულ ღონისძიებებში უნდა ვეძიოთ. ეს მოიცავდა როგორც პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების სისტემის დანერგვას, ასევე მრავალ საკანონმდებლო რეფორმას საწვავის ხარისხის გაუმჯობესებისა და საგადასახადო შეღავათების დანერგვას ელექტრო და ჰიბრიდულ ავტომობილების იმპორტზე. [4]018 წლიდან საქართველოში ეტაპობრივად დაიწყო ავტოსატრანსპორტო საშუალებების … Continue reading
 
[1] იხილეთ სტატია: https://oc-media.org/in-pictures-georgias-shrinking-train-lines/
[2] იხილეთ სტატია: https://www.marneulifm.ge/ka/marneuli/article/64302-rkinigza-ar-ambobs-thu-rodis-ganakhldeba-sadakhlo-thbilisis-matareblis-modzraoba
[3] https://www.qartli.ge/ir/component/content/article/5-news/17488-niqozi-thbilisi-matarebeli-romelic-pandemiam-gaachera
[4] 2018 წლიდან საქართველოში ეტაპობრივად დაიწყო ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური პერიოდული ინსპექტირების რეფორმა, რომელმაც 2019 წლიდან ქვეყნის მასშტაბით არსებული ავტოპარკი სრულად მოიცვა. ტრანსპორტის სფეროში გატარებული რეფორმებისა და ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სახელმწიფო პოლიტიკის შედეგების შესახებ იხილეთ ვრცლად: შუბითიძე და სხვები, 2023.

Test quote 1

test quote 2

References
1 იხილეთ სტატია: https://oc-media.org/in-pictures-georgias-shrinking-train-lines/
2 ილეთ სტატია: https://www.marneulifm.ge/ka/marneuli/article/64302-rkinigza-ar-ambobs-thu-rodis-ganakhldeba-sadakhlo-thbilisis-matareblis-modzraoba
3 https://www.qartli.ge/ir/component/content/article/5-news/17488-niqozi-thbilisi-matarebeli-romelic-pandemiam-gaachera
4 018 წლიდან საქართველოში ეტაპობრივად დაიწყო ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური პერიოდული ინსპექტირების რეფორმა, რომელმაც 2019 წლიდან ქვეყნის მასშტაბით არსებული ავტოპარკი სრულად მოიცვა. ტრანსპორტის სფეროში გატარებული რეფორმებისა და ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სახელმწიფო პოლიტიკის შედეგების შესახებ იხილეთ ვრცლად: შუბითიძე და სხვები, 2023.