მწვანე ალტერნატივის შენიშვნები და კომენტარები შპს “ბიოსაწვავი საქართველოს“ ბიოსაწვავის საწარმოს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის თაობაზე
წარმოგიდგენთ შენიშვნებსა და კომენტარებს შპს „ბიოსაწვავი საქართველოს“ ბიოსაწვავის საწარმოს გარემოზე ზემოქმედების შეფასების (შემდგომში – გზშ) ანგარიშზე:
- თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, რომ საჯარო განხილვისათვის წარმოდგენილი გზშ ანგარიში მეტად დაბალი ხარისხისაა. დოკუმენტში საერთოდ არ არის წარმოდგენილი პროექტის მიზანშეწონილობის დასაბუთება, პროექტის საერთო ღირებულება. ასევე, არ არის განხილული პროექტის საჭიროება; თუ რა მიზანს ემსახურება პროექტი და რა კონკრეტულ სარგებელს მოუტანს აღნიშნული საწარმოს ფუნქციონირება რეგიონს და ზოგადად, ქვეყანას. მხოლოდ ამ სახის ინფორმაცია, რომ „საწარმოში ადგილობრივი მოსახლეობიდან შესაძლებელია დასაქმდეს 8-10 ადამიანი“ არასაკმარისია.ეს საკითხი მეტად მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ საზოგადოებამ და გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა უკეთ შეაფასონ პროექტის დადებითი და უარყოფითი მხარეები.
- გზშ ანგარიშში მეტად ზედაპირულადაა განხილული, თუ რა ზეგავლენა ექნება პროექტს გარემოზე, ახლომდებარე დასახლებულ არეალზე; არ არის შეფასებული ზეგავლენის მნიშვნელობა, მასშტაბები და შესაბამისად არ არის დადგენილი შემარბილებელი ღონისძიებები.
- ისეთი მნიშვნელოვანი საკითხიც კი, როგორიცაა დაშორება უახლესი დასახლებული არეალიდან არაზუსტადაა წარმოდგენილი გზშ ანგარიშში. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საწარმოდან „უახლოესი დასახლებული სახლი დაშორებულია 80 მეტრით“; მაშინ, როდესაც დაშორება, რეალურად, დაახლოებით 20 მეტრია.
ამავე თემაზე
-
მწვანე ალტერნატივას შენიშვნები ჭიათურაში შპს მ.გ.ტ.-ს მანგანუმის გამამდიდრებელი საწარმოს წარმადობის გაზრდის პროექტის გზშ ანგარიშზე
-
მწვანე ალტერნატივას შენიშვნები მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფ. ნამიკოლაოს ტერიტორიაზე ტორფის მოპოვების პროექტი სკრინინგის განცხადებაზე
-
მწვანე ალტერნატივას შენიშვნები შპს „არ ემ ჯი აურამაინის“ სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავება ოქრო-პოლიმეტალური მადნების გადამამუშავებელი საწარმოს მოწყობის და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის განხილვის თაობაზე