მწვანე ალტერნატივას შენიშვნები და კომენტარები შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ მანგანუმის მადნის გამამდიდრებელი ფაბრიკის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტის საჯარო განხილვისათვის გამოქვეყნებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის თაობაზე
წარმოგიდგენთ შენიშვნებსა და კომენტარებს შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ მანგანუმის მადნის გამამდიდრებელი ფაბრიკის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის თაობაზე:
1. თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტში, არაერთი საკითხი (ზოგიერთ შემთხვევაში კი მთლიანად ზოგიერთი ქვეთავიც) ზედაპირულად არის წარმოდგენილი და ხშირ შემთხვევაში დაზუსტებასა და საფუძვლიან შესწავლას/კვლევას საჭიროებს. ასეთი ქვეთავებია მაგალითად: „სეისმური პირობები“, „გეოლოგიური საშიშროებები“ – აღნიშნული ქვეთავები რამოდენიმე წინადადებით არის წარმოდგენილი.
ამავე თემაზე
-
მწვანე ალტერნატივას შენიშვნები ჭიათურაში შპს მ.გ.ტ.-ს მანგანუმის გამამდიდრებელი საწარმოს წარმადობის გაზრდის პროექტის გზშ ანგარიშზე
-
მწვანე ალტერნატივას შენიშვნები მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფ. ნამიკოლაოს ტერიტორიაზე ტორფის მოპოვების პროექტი სკრინინგის განცხადებაზე
-
მწვანე ალტერნატივას შენიშვნები შპს „არ ემ ჯი აურამაინის“ სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავება ოქრო-პოლიმეტალური მადნების გადამამუშავებელი საწარმოს მოწყობის და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის განხილვის თაობაზე