საქართველოს სამთომოპოვებითი სექტორის გამოწვევები: მოკლე მიმოხილვა
-
ქეთი გუჯარაიძე
ნაშრომში მოკლედაა მიმოხილული საქართველოს სამთომოპოვებითი სექტორის სტრუქტურა, ბოლო ათწლეულებში გატარებული პოლიტიკის ძირითადი მახასიათებლები, სამთომოპოვებითი საქმიანობის გარემოსა და მოსახლეობაზე ზეგავლენის და სექტორის გამჭვირვალობის ასპექტებზე ყურადღების გამახვილებით. ნაშრომის დასასრულს მოცემულია რეკომენდაციები გადაუდებლად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.
ეს მოკლე მიმოხილვა ქართულენოვანი ვერსიაა ერთი თავისა პუბლიკაციიდან, რომელიც ჰაინრიჰ ბიოლის ფონდმა 2024 წლის ივლისში გამოაქვეყნა, ვებგვერდზე www.boell.de:
The raw materials situation in neighboring European countries: Bosnia and Herzegovina, Serbia, Georgia, Armenia. E-paper. Heinrich Böll Stiftung, Ecology.