საქართველოს გაზმომარაგების სექტორი და დეკარბონიზაცია
-
გიორგი ჭაღიაშვილი
ანგარიშში აღწერილია ბუნებრივი აირის სექტორის თავისებურებები და პრობლემები, გაზიფიკაციის პროცესის ხარჯთეფექტიანობის და უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებული საკითხები.
კვლევაში შეფასებულია, გაზიფიკაციის პროცესის შესაბამისობა საქართველოს ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმა (NECP) დოკუმენტით განსაზღვრულ ეროვნულ მიზნებთან.
ენერგეტიკის სექტორში ამჟამად მიმდინარე პროცესები ხელს უწყობს, სათბური აირების ემისიების მატებას, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს.
მსგავსი განვითარება გრძელვადიან პერსპექტივაში ზრდის ქვეყნის ენერგეტიკულ და ფინანსურ დამოკიდებულებას სხვა ქვეყნებზე, რაც ამცირებს ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. აუცილებელია ენერგეტიკის სექტორის ტრანსფორმაცია გარემოსდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური მდგრადობის მისაღწევად.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაციხეს მაგალითზე წარმოდგენილია სოციალურად, ეკონომიკურად და გარემოსდაცვითად მისაღები ალტერნატივა.