საფრთხის წინაშე მყოფი მცენარეთა სახეობებით ვაჭრობა საქართველოში
გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი მცენარეული სახეობების უკანონო მოპოვება და ვაჭრობა იყო და რჩება სერიოზულ პრობლემად საქართველოში. ხე-ტყის უკანონო ბიზნესი თანდათან უფრო და უფრო მეტ საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეკოსისტემებს. წლების განმავლობაში რჩება მოსაგვარებელი ისეთი პრობლემები, როგორიცაა სამკურნალო მცენარეებით ვაჭრობა, ცალკე პრობლემად შეიძლება გამოიყოს საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფაუნითა და ფლორით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ, ანუ ვაშინგტონის კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობებით არალეგალური ვაჭრობის ფაქტები. აღნიშნული პრობლემის გამომწვევი მთავარი მიზეზები კი კანონმდებლობის ხარვეზები და კანონის აღსრულების მექანიზმების სისუსტეა.