სადისკუსიო დოკუმენტი - გარემოსთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად მინიმალური სტანდარტების დამკვიდრება საქართველოში
საქართველოში ორჰუსის კონვენცია თითქმის 12 წელია უკვე ძალაშია; მიუხედავად ამისა, ამ კონვენციით უზრუნველყოფილი უფლებების რეალიზების თვალსაზრისით, ქვეყანაში მდგომარეობა ძალზე მძიმეა –
საზოგადოების ხელმისაწვდომობა გარემოსთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე, ისევე როგორც გადაწყვეტილებების მიღების პროცესებზე, ძალზე შეზღუდულია. პრაქტიკაში, საზოგადოების მონაწილეობა
გარემოსთან დაკავშირებული პოლიტიკის განსაზღვრელი დოკუმენტების, ისევე როგორც ნორმატიული აქტების შემუშავებისას სპორადული, არათანამიმდევრულია და არ ეფუძნება რაიმე დადგენილ, საყოველთაოდ მიღებულ პროცედურებს. ეს თავის მხრივ, ზეგავლენას ახდენს გადაწყვეტილებების მიღების პროცესებისადმი, ასევე საბოლოო „პროდუქტისადმი“, საზოგადოების ნდობის ხარისხზე და ხშირად, ამცირებს თავად გადაწყვეტილებების ეფექტურობას.