მწვანე ალტერნატივას კომენტარები და რეკომენდაციები თბილისის აგლომერაციის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 2024-2026 წლების გეგმის პროექტის თაობაზე
თბილისის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის ეფექტურ გეგმას შეუძლია დადებითად იმოქმედოს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. მას, ასევე, შეუძლია გააუმჯობესოს ცხოვრების ხარისხი და ბუნებრივი გარემო დედაქალაქში. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 2024-2026 წლების გეგმა წინგადადგმული ნაბიჯია თბილისში Ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით არსებული პრობლემების მოგვარების გზაზე, თუმცა აუცილებელია მეტი ძალისხმევის გაწევა და უფრო კონკრეტული პასუხისმგებლობების განსაზღვრა დედაქალაქში ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების დასაძლევად და გეგმით განსაზღვრული ამოცანებისა და მიზნის მისაღწევად.