ბიოსაწვავის საწარმოს პროექტი
საქმიანობა გულისხმობს გამოყენებული ორგანული ზეთების გადამუშავების შედეგად, ბიოდიზელისა და გლიცერინის მიღებას. ბიოდიზელის მიღება მოხდება თავად, პროექტის განმახორციებელი ფირმის მიერ დამზადებული დანადგარებით. საპროექტო წარმადობა, არის ბიოდიზელი 720 მ3/წელიწადში და გლიცერინი 72 მ3/წელიწადში. დაგეგმილი საწარმო მდებარეობს მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ გლდანის (მამკოდა) მიმდებარე ტერიტორიაზე. უახლოესი საცხოვრებელი სახლი დაშორებულია დაახლოებით 20 მეტრით.
პროექტის განმახორციელებელია შპს „ბიოსაწვავი საქართველო“
- წარმოგიდგენთ შენიშვნებსა და კომენტარებს შპს „ბიოსაწვავი საქართველოს“ ბიოსაწვავის საწარმოს გარემოზე ზემოქმედების შეფასების (შემდგომში – გზშ) ანგარიშზე
- იხილეთ 2014 წლის 10 თებერვლის მცხეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ გლდანი (მამკოდა) მოსახლების მიერ გაგზავნილი განცხადება, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ თამარ შარაშიძეს და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრს ქალბატონ ხათუნა გოგალაძეს