მანგანუმის გამამდიდრებელი საწარმოს პროექტი
პროექტი გულისხმობს მანგანუმის გამამდიდრებელი საწარმოს მშენებლობას, ზესტაფონის რაიონის, სოფელ პირველ სვირში. გადამუშავების შედეგად მიღებულ პროდუქტს წარმოადგენს მანგანუმის კონცენტრატი. საწარმოს საპროექტო წარმადობა წელიწადში 20 800 ტონაა. საწარმო უახლოესი დასახლებული ზონიდან 1200 მეტრით არის დაშორებული.
პროექტის განმახორციელებელს წარმოადგენს შპს „დარი +“
- ასოციაცია მწვანე ალტერნატივას შენიშვნები და კომენტარები შპს „დარი +“ მანგანუმის გამამდიდრებელი ქარხნის საქმიანობის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში ეკოლოგიური ექსპერტიზისათვის წარდგენილი გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის თაობაზე – 3 თებერვალი, 2014 წ.
- ასოციაცია მწვანე ალტერნატივას შენიშვნები და კომენტარები შპს „დარი +“ მანგანუმის გამამდიდრებელი ქარხნის საქმიანობის საზოგადოებრივი განხილვისათვის წარმოდგენილი გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის თაობაზე – 16 დეკემბერი, 2013 წ.