კლიმატის კრიზისის გავლენა საქართველოში
-
მარიამ დევიძე
კლიმატის კრიზისი საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია და მისი გავლენა მრავალ სფეროს მოიცავს. ამავდროულად, ეს ზეგავლენა უფრო მაღალია ადამიანების დაუცველი ჯგუფებისთვის, ვინაიდან ქვეყანაში არ არსებობს კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის თანამედროვე მეთოდები და მექანიზმები. აუცილებელია, კლიმატის ცვლილების მიმდინარე და მოსალოდნელი ზემოქმედების მიმართ მედეგობის გაზრდა, ინკლუზიური და სამართლიანი საადაპტაციო ღონისძიებების გატარების გზით. საადაპტაციო ღონისძიებების გატარება ბევრი მიმართულებითაა საჭირო. ამ პროცესში სახელმწიფოს მთავარი მოკავშირეები ადგილობრივი თემები უნდა იყვნენ.
ვიდეოში მარიამ დევიძე საუბრობს კლიმატის ცვლილების მიმართ ადაპტაციის მნიშვნელობაზე, მაგალითებსა და არსებულ საჭიროებებზე.