საჯარო დისკუსია - „საქართველოს სატყეო სექტორის რეფორმის ახალი მიმართულებები“
ოთხშაბათს, 2011 წლის 9 ნოემბერს, 18:00 საათზე ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურ ოფისში გაიმართება საჯარო დისკუსია თემაზე: „საქართველოს სატყეო სექტორის რეფორმის ახალი მიმართულებები“.
ძირითადი მომხსენებლები:
- დავით თარხნიშვილი – ეკოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, სრული პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- ირაკლი მაჭარაშვილი – ბიომრავალფეროვნების პროგრამის კოორდინატორი, მწვანე ალტერნატივა;
- ილია ოსეფაშვილი – ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის სატყეო პროგრამის ხელმძღვანელი;
- ნინო ჩხობაძე – საქართველოს მწვანეთა მოძრაობა „დედამიწის მეგობრების“ თანათავმჯდომარე.
მოდერატორი: ჟურნალისტი მედეა იმერლიშვილი (რადიო „მწვანე ტალღა“).
დასწრება თავისუფალია
მისამართი: ზოვრეთის ქ. 38