სახელმძღვანელო დიდი კაშხლების მშენებლობის შედეგად დაზარალებული თემებისათვის

  • მანანა ქოჩლაძე

უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში საერთაშორისო მოძრაობა კაშხლების წინააღმდეგ გაფართოვდა და შესაბამისად მრავალი წარმატებაც იქნა მიღწეული, კერძოდ, შეჩერებულ იქნა ზოგიერთი კაშხლის მშენებლობა, შეთავაზებულ და განხორციელებულ იქნა ალტერნატიული წინადადებები – პატარა კაშხლების მშენებლობისა და წყლის კონსერვაციის პროექტები. მოძრაობის შედეგად მოსახლეობის ნაწილმა უკეთესი კომპენსაცია მიიღო, ასევე განხორციელდა ზოგიერთი ძველი კაშხლის დემონტაჟი. თუმცა მიუხედავად ამისა დიდი კაშხლების მშენებლობა კვლავ საფრთხეს წარმოადგმენს მრავალი თემისთვის.