მწვანე ალტერნატივა ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ჰესის მშენებლობისათვის მიწის გამოყოფის თაობაზე მთავრობის განკარგულების გაუქმებას ითხოვს

დავა საქალაქო სასამართლოში

  • მომჩივანი : მწვანე ალტერნატივა
  • მოპასუხე : საქართველოს მთავრობა
  • მესამე პირი : სს “დარიალი ენერჯი“, სსიპ დაცული ტერიტორიების ეროვნული სააგენტო, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო
  • მოსამართლე : ნინო შარაძე, ნინო ბუაჩიძე
  • საქმის ნომერი : 3/4914-12

დავის არსი :

2012 წლის 21 დეკემბერს მწვანე ალტერნატივამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა საქართველოს მთავრობის 2011 წლის 18 ნოემბრის #2247 განკარგულების ბათილად ცნობა. განკარგულებით სს „დარიალი ენერჯის“ ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე “დარიალი ჰესის” მშენებლობისათვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისათვის გამოეყო 87737 კვ.მ მიწის ფართობი. განკარგულების საფუძველზე კი, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და სს “დარიალი ენერჯის” შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც სს “დარიალი ენერჯის” ჰიდროელექტროსადგურის “დარიალი ჰესის” მშენებლობისათვის 2013 წლის 1 იანვრამდე გამოეყო 87737კვ.მ მიწის ფართობი სპეციალური დანიშნულებით ტყითსარგებლობისათვის.

თავდაპირველად საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ნინო შარაძე განიხილავდა. 2013 წლის 20 მარტს შედგა საქმის მოსამზადებელი სხდომა. განხილვა მხოლოდ 2014 წლის 24 ოქტომბერს, ანუ სარჩელის შეტანიდან თითქმის 2 წლის შემდეგ განახლდა. საქმე განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლეს ნინო ბუაჩიძეს გადაეცა.

გადაწყვეტილება :

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მწვანე ალტერნატივას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

მასალები :

დავა სააპელაციო სასამართლოში

  • აპელანტი : მწვანე ალტერნატივა
  • მოწინააღმდეგე მხარე : საქართველოს მთავრობა
  • მესამე პირი : სს “დარიალი ენერჯი“, სსიპ დაცული ტერიტორიების ეროვნული სააგენტო, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო
  • მოსამართლე : მერაბ ლომიძე (თავმჯდომარე), თეა ძიმისტარაშვილი, გიორგი ტყავაძე
  • საქმის ნომერი : 330310012157722 (3ბ/14-12)

დავის არსი :

2015 წლის 21 დეკემბერს მწვანე ალტერნატივამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

გადაწყვეტილება :

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის  2015 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილებით მწვანე ალტერნატივას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

მასალები :

დავა უზენაეს სასამართლოში

  • კასატორი : მწვანე ალტერნატივა
  • მოწინააღმდეგე მხარე : საქართველოს მთავრობა
  • მესამე პირი : სს “დარიალი ენერჯი“, სსიპ დაცული ტერიტორიების ეროვნული სააგენტო, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო
  • მოსამართლე : ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე), მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
  • საქმის ნომერი : 330310012157722 (ბს-119-118(კ-17))

დავის არსი :

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის  2015 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილება მწვანე ალტერნატივამ საკასაციო წესით გაასაჩივრა. ორგანიზაციამ უზენაეს სასამართლოს მოსთხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

გადაწყვეტილება :

უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის  2017 წლის 7 მარტის განჩინებით მწვანე ალტერნატივას საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული.

მასალები :