გორის ქარის ერთადერთი პარკი საქართველოში უფრო მეტ ენერგიას გამოიმუშავებს, ვიდრე 16 ახალაშენებული ჰესი

2023 წლის იანვარში საქართველოს ქარის ერთადერთმა პარკმა, რომელსაც 6 ტურბინა აქვს, 8.063 მილიონი კილოვატსაათი ენერგია გამოიმუშავა – უფრო მეტი, ვიდრე 16-მა საშუალო და მცირე ჰესმა ჯამში.

სეზონის იმავე პერიოდში – იანვრის თვეში, რომელიც ენერგეტიკულად ყველაზე დეფიციტურია და როდესაც საქართველო იმპორტირებულ ენერგიაზე ხდება დამოკიდებული, – ბევრად ნაკლები ენერგია გამოიმუშავეს შემდეგმა ჰესებმა ჯამურად: ფშაველა ჰესი, ხადორი ორი, შილდა-ჰესი, დებედა-ჰესი, ყაზბეგი-ჰესი, არაგვი-ჰესი, ჯონოული ჰესი, კასლეთი ჰესი-1, სხალთა-ჰესი, ლახამი-1 და ლახამი-2, ხევრა-ჰესი, იფარი ჰესი, მესტიაჭალა-ჰესი 2, და სხვები.

საქართველოს მთავრობა უფრო მეტად საშუალო და მცირე ჰესების აშენებაზეა ორიენტირებული, ვიდრე ქარისა და მზის ენერგიის განვითარებაზე.

ქართლის ერთადერთი ქარის სადგური არის მაგალითი იმისა, თუ რატომ არის საჭირო ელექროენერგიის გენერაციის დივერსიფიკაცია და ახალ განახლებად ენერგიებზე გადასვლა ტრადიციული ჰიდროგენერაციის ნაცვლად.