საერთაშორისო სოლიდარობა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების და საქართველოს მოსახლეობის მიმართ
ჩვენ, ადამიანის უფლებათა დამცველები მთელი მსოფლიოდან, ღრმად ვართ შეწუხებული საქართველოს მთავრობის ძალისხმევით, ჩაახშოს სამოქალაქო საზოგადოების ხმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ინიცირებით.
მეგობრებო და მოკავშირეებო საქართველოში, გარწმუნებთ, რომ ჩვენ ვდგავართ თქვენ გვერდით იმ კანონის წინააღმდეგ, რომლის აშაკარა სამიზნეებიც სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედიაა. ეს პირდაპირი თავდასხმა სიტყვისა და შეკრების თავისუფლებებზე, დემოკრატიული და პლურალისტური საზოგადოების ძირითად და ფუნდამენტურ უფლებებზე, გავლენას ახდენს თითოეულ ჩვენგანზე. ეს არის სამოქალაქო საზოგადოების დეჰუმანიზაციისა და სტიგმატიზაციის მცდელობა, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებსა და ღირებულებებს.
ზოგიერთი ჩვენგანის სამშობლოში მიმდინარეობს მსგავსი პროცესები, რომლებიც მიმართულია ანგარიშვალდებულებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის შეზღუდვისკენ. ამ სახის კანონმდებლობის შედეგად მივიღეთ ადამიანის უფლებათა დამცველების, გარემოსდაცვითი აქტივისტების, იურისტების, ჟურნალისტების, მშრომელების, ადგილობრივი თემის ლიდერებისა და სამოქალაქო საზოგადოების სხვა აქტორების მიმართ განხორციელებული რეპრესიები, თავდასხმები, დაპატიმრებები, გატაცებები და მკვლელობები. შემაშფოთებელია, რომ ქართველი ხალხი, რომელიც 35 წელია შეუპოვრად იბრძვის თავისუფლებისთვის, უფლებებისთვის, დამოუკიდებლობისა და დემოკრატიისთვის, დღეს იგივე რისკების წინაშე დგას.
ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს. ჩვენ მადლიერები ვართ თქვენი ბრძოლისთვის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის. ვაცნობიერებთ, რომ ამ კანონის მიღება საქართველოში, გავლენას მოახდენს ჩვენს ქვეყნებზეც.
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას უკან გაიწვიოს კანონპროექტი და დაუბრუნდეს რეფორმების დღის წესრიგს, რომლებიც ესოდენ საჭიროა დემოკრატიზაციისა და განვითარების კუთხით საქართველოს მოწინავე პოზიციების შესანარჩუნებლად.
ამ დღეებში თბილისში იმართება აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრა. მოვუწოდებთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს და საქართველოს სხვა საერთაშორისო პარტნიორებს, საჯაროდ დაგმონ ეს თავდასხმა ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიაზე და საჯაროდ გამოხატონ თავიანთი მხარდაჭერა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და მოსახლეობის მიმართ, რომლებიც ითხოვენ დემოკრატიასა და ადამიანის უფლებების დაცვას.
ხელმომწერი ორგანიზაციები
- Accountability Counsel | USA
- Action Paysanne Contre la Faim APCF | DRC
- African Law Foundation (AFRILAW) | Nigeria
- Alyansa Tigil Mina (Alliance to Stop Mining) | Philippines
- Amnesty International | Global
- Ardha Jabesa Foundation | Kenya
- Asia Indigenous Peoples Network on Extractive Industries and Energy (AIPNEE)
- Bank Climate Advocates | USA
- Bank Information Center | USA
- International Rivers | USA
- CEE Bankwatch | Czech Republic
- Centre for Community Mobilization and support NGO | Armenia
- Christen Dobson (Business & Human Rights Resource Centre) | Global
- Cohesión Comunitaria e Innovación Social | Mexico
- Collectif des ONG Œuvrant dans le secteur de mines, Environnement et Electricité COMEE | DRC
- Conseil Régional des Organisations Non Gouvernementales de Développement CRONGD | DRC
- Defenders in Development campaign | Global
- FIDH (International Federation for Human Rights), within the framework of the Observatory for the Protection of Human Rights Defenders | Global
- Front Line Defenders | Ireland
- Global Rights | Nigeria
- HRM Bir Duino | Kyrgyzstan
- Indian Social Action Forum | India
- International Accountability Project | Global
- International Indigenous Fund for development and solidarity “Batani” (Batani Foundation) | Russia/USA
- Kashi Jermaine, Kwale Mining Alliance | Kenya
- Participatory Research & Action Network – PRAAN | Bangladesh
- Kazakhstan International Bureau for Human Rights and Rule of Law | Kazakhstan
- KRuHA – People’s coalition for the right to water | Indonesia
- Latinoamérica Sustentable | Latin America
- Lawyers’ Association for Human Rights of Nepalese Indigenous Peoples (LAHURNIP) | Nepal
- lM-Defensoras | Latin America
- Jamaa Resource Initiatives | Kenya
- Mirvari Gahramanli | Oil Workers’ Rights Protection Organization | Azerbaijan
- Nora Sausmikat, Urgewald | Germany
- Oleg Dulgaryan, human rights defender | Armenia
- Otros Mundos Chiapas I Mexico
- OTWatch | Mongolia
- Recourse | Netherlands
- Rivers without Boundaries Coalition | Global & Mongolia
- Unidosc | Mexico
- Uzbek Forum for Human Rights | Germany
- World Organisation Against Torture (OMCT), within the framework of the Observatory for the Protection of Human Rights Defenders | Global
- Yayasan Keadilan Iklim Indonesia (Climate Justice Indonesia Foundation) | Indonesia
- Yayasan Srikandi Lestari,( Srikandi Lestari Foundation) | Indonesia
- Youth for Green Communities | Uganda