ამნისტია – ჰუმანური აქტი თუ მიწის მიტაცება?
-
ქეთი გუჯარაიძე
ნაშრომში განხილულია საქართველოს პარლამენტის მიერ 2023 წლის 15 ნოემბერს მიღებული კანონი „ამნისტიის შესახებ”, რომელიც ორი თვით ადრე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით იქნა წარდგენილი პარლამენტში. კანონი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს პირებს, რომლებმაც დანაშაულებრივი გზით დაირეგისტრირეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები. სანაცვლოდ, სახელმწიფო ამ პირებს სთავაზობს გარიგებას – სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, მიწის სახელმწიფოს სასარგებლოდ მიტოვების ან კომპენსაციის გადახდის გზით. სტატიის ავტორის აზრით, კანონით დადგენილი ამნისტიის მექანიზმი, რეალურად, სახელმწიფოს მიერ მოქალაქეებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწის წართმევის სისტემატიზებას და ლეგალიზებას ემსახურება.