მწვანე ალტერნატივას შენიშვნები და წინადადებები გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ 2015 წლის 1 მაისს საზოგადოებრივი განხილვისთვის გავრცელებული „გარემოზე ზემოქმედების შესახებ“ კანონპროექტის „პირველადი სამუშაო ვერსიის“ თაობაზე
ზოგადი ხასიათის შენიშვნები
- გაუგებარია, რატომ იქნა შერჩეული კანონპროექტის სათაურად – „გარემოზე ზემოქმედების შესახებ“, მაშინ, როდესაც კანონპროექტის მიღების მიზანია (ან უნდა იყოს) გარემოს დაცვა მავნე ზეგავლენისგან. ანალოგიურად, გაუგებარია, რატომ იქნა დატოვებული ნებართვის სახელწოდებად „გარემოზე ზემოქმედების ნებართვა“.
- კანონპროექტის არც საწყის მუხლებში (მიზნები, ამოცანები, ტერმინთა განმარტება,) და არც შემდგომ ტექსტში, არ არის ნათლად განმარტებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების არსი და მნიშვნელობა.